პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2025 წლის საქმიანობის ამსახველი ანგარიშით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი თამაზ ბორაშვილს მოუსმინეს. . სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახელმწიფოსთვის ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით ყველაზე დიდ საფრთხეს კვლავ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია წარმოადგენდა და სამსახურს მუდმივად უწევდა რეაგირება ისეთ გამოწვევებზე, როგორებიცაა საოკუპაციო ძალის მიერ წარმოებული ანექსიისკენ მიმართული ღონისძიებები, უკანონო დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი.