საქართველოსა და რუსეთს შორის ოლაპარაკებები შესაძლოა მოსკოვსა და თბილისში გაიმართოს. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაქსიმ რიჟენკოვი ავრცელებს. აქვე გეტყვით, რომ ამას წინ უძღოდა მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინსა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, გიორგი ზურაბაშვილს შორის პირველი შეხვედრა. ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი სწორედ ამ შეხვედრის ფარგლებში შინაარსიანი მოლაპარაკებებისა და ამ მიმართულებით პროგრესის შესახებ საუბრობს. რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით საკუთარ ინტერესებზე საუბრობს რუსეთის ფედერაცია. . რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. რომ მიესალმება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებას, რომ არ უნდა ეშინოდეთ რუსეთის ფედერაციასთან კონტაქტების.