ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა. მას სხეულის 87-პროცენტიანი დამწვრობა და სასუნთქი გზების მძიმე დაზიანება აღენიშნებოდა. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ამავე ტრაგედიის შედეგად დაშავებული 3 წლის თაია კი, რომელიც მაშველებმა 8-საათიანი ძებნის შემდეგ ნანგრევებიდან ამოიყვანეს, კლინიკიდან უკვე გაწერეს. ინგოროყვას კლინიკის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.