საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ვარდების რევოლუციასთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს. როგორც სააკაშვილი წერს, მისი წინა პოსტი სინამდვილეში იმაზეა, რომ „ვარდების რევოლუცია“ თავიდან ბოლომდე ქართული მოვლენა იყო და აღმოჩნდა სიურპრიზი როგორც რუსებისთვის, , ასევე ამერიკელებისთვის. წინა პოსტში ექსპრეზიდენტი წერდა: „რუსები და მათი ქართველი მომხრეები ამბობენ, რომ „ვარდების რევოლუცია“ ამერიკელების ორგანიზებული იყო, ამერიკელები გვეწინააღმდეგებოდნენ, პირველმა რევოლუცია იგორ ივანოვმა აკურთხა“. სააკაშილის ამ განცხადებებს ეხმაურებიან ქართულ ოცნებაში. პარტიის წევრების შეფასებით სააკაშილის პოსტმა დაადასტურა, რომ ის იგორ ივანოვის ხელდასმულია და ხელისუფლებაში ყოფნისას რუსულ საქმეს აკეთებდა.