„პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“. - ამ სახელწოდების რეზოლუციის პროექტს დღეს ევროპარლამენტში განიხილავენ. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები კონკრეტული ქმედებების, მათ შორის სანქციების სახეს მიიღებს. თუმცა ევროპალრლამენტის რეზოლუციების ნეგატიური ეფექტების არ სჯერათ ქართულ ოცნებაში. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამგვარ დოკუმენტებს რეალობასთან და სამართლიანობასთან კავშირი არ აქვს.