ევროპარლამენტში საქართველოს საკითხთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრა გაიმართება - Palitra News

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრა გაიმართება

2026-11-26 08:55:23+04:00

დღეს ევროპარლამენტში რეზოლუციის პროექტზე, "პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“, კენჭისყრა გაიმართება.

ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კენჭისყრის პროცედურა ადგილობრივი დროით 12:00 საათის შემდეგ (თბილისის დროით 15:00 საათის შემდეგ) არის დაგეგმილი.

აღნიშნული რეზოლუციის პროექტზე გუშინ ევროპარლამენტში დებატები გაიმართა.