ეკვადორში ძლიერი წვიმების შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა საცხოვრებელი სახლები მოიყოლა - Palitra News

ეკვადორში ძლიერი წვიმების შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა საცხოვრებელი სახლები მოიყოლა

2026-11-26 12:42:33+04:00

ეკვადორში ძლიერი წვიმების შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა საცხოვრებელი სახლები მოიყოლა. ლოს-რიოსის პროვინციაში ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაკარგულად ითვლება. დანგრეულია ექვსი სახლი. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში სამხედროები, პოლიციელები და მეხანძრეები მონაწილეობენ. სტიქიის საფრთხის გამო ადგილობრივმა ხელისუფლებამ მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.