სესხის გაცემის პირობები კიდევ მკაცრდება - Palitra News

სესხის გაცემის პირობები კიდევ მკაცრდება

2026-11-26 14:28:11+04:00

სესხის გაცემის პირობები კიდევ მკაცრდება. ის მოქალაქეები, ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, უცხოურ ვალუტაში 1 მილიონ 500 ათას ლარზე ნაკლებ სესხს ვეღარ აიღებენ. უცხოუ ვალუტაში კი სესხზე საპროცენტო განაკვეთი გაცილებით დაბალია. თუმცა, ამ გამკაცრებას ეროვნული ბანკი ისევ მომხმარებლების ინტერესების დაცვით ხსნის. მოკლედ, უცხოუ ვალუტაში სესხის გაცემის პირობების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო. კომიტეტის გადაწყვეტილებით, არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 1 000 000-დან 1 500 000 ლარამდე გაიზარდა. ეს ცვლილება ძალაში 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან შევა. ახლა ადამიანურ ენაზე, რას ნიშნავს არაჰეჯირებული. ეს არის სესხი, რომელიც არ არის დაზღვეული ფასის ან გაცვლითი კურსის რყევებისგან. ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი თავის გადაწყვეტილებას დოლარიზაციის მაღალი დონითა და მისგან გამოწვეული სტრუქტურული რისკებით ხსნის. გადაწყვეტილების განმარტებით ნაწილში, სებ-ი აღნიშნავს, რომ გატარებული ღონისძიებების შედეგად, ფინანსური დოლარიზაციის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, დოლარიზაციით გამოწვეული სტრუქტურული რისკები კვლავ ფინანსური სექტორის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად რჩება. ამიტომ, ეროვნული ბანკი დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის თანმიმდევრულ განხორციელებას განაგრძობს და არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი ამჯერად 1 000 000-დან 1 500 000 ლარამდე იზრდება. ცვლილება, როგორც უკვე გითხარით ძალაში 2027 წლის 1 თებერვლიდან შევა ძალაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო სესხებზე ზედა ზღვარი თავდაპირველად 2024 წლიდან აამოქმედა. 2024 წლის მაისიდან პირები, ვისაც შემოსავალი ლარში ჰქონდა, 400 ათას ლარამდე სესხს ვეღარ იღებდნენ უცხოურ ვალუტაში, 2025 წლის იანვრიდან ეს ზღვარი 500 ათას ლარამდე გაიზარდა, იმავე წლის აგვისტოდან - 750 ათას ლარამდე აწიეს. 2026 წლის ივლისიდან კი ეს ზღვარი ერთ მილიონ ლარამდე გაიზარდა. არადა უცხოუ ვალუტაში საშუალო საპროცენტო განაკვეთი მაგალითად იპოთეკურ სესხებზე საქართველოში 7,7%-ია, ხოლო ლარში 11,1% პროცენტი. თავად გამსაზღვრეთ, ვისი ინტერესები უფრო დაცულია, მომხმარებლის თუ ბანკების, რომელთა კიდევ ერთ რეკორდულ მოგებაზე ზემოთ უკვე გიამბეთ.