საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე ევროპარლამენტის დებატები და რეზოლუცია გააკრიტიკა. მისი შეფასებით, ეს საქართველოს შესახებ ყალბი ნარატივების გავრცელების მორიგი მიზანმიმართული მცდელობაა, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს აზიანებს. რა აღმოჩნდა უკმაყოფილების მიზეზი?!