ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სპეციალური სამიტი 14-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმების გარეშე დასრულდა - Palitra News

ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სპეციალური სამიტი 14-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმების გარეშე დასრულდა

2026-11-27 12:45:35+04:00

ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სპეციალური სამიტი 14-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმების გარეშე დასრულდა. წევრმა სახელმწიფოებმა 2028-2034 წლების ევროკავშირის მომავალი შვიდწლიანი ბიუჯეტის შესახებ საერთო პოზიციის შეჯერება ვერ შეძლეს. უთანხმოების მთავარი მიზეზი ბიუჯეტის საერთო მოცულობა და თანხების განაწილებაა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილი ხარჯების შემცირებასა და თავდაცვისა და კონკურენტუნარიანობის მიმართულებით დაფინანსების გაზრდას ითხოვს, მეორე ნაწილი კი რეგიონული განვითარების პროგრამებისთვის თანხების შენარჩუნებას უჭერს მხარს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას განცხადებით, შეთანხმების მისაღწევად დამატებითი მუშაობაა საჭირო. მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, 17 დეკემბერს განახლდება.