უეფა - უეფა არ იყო ორგანიზატორი და მას არ ეკისრებოდა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა - პოლიციასთან დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიცია „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების სექტორში, გულშემატკივრებს შორის ჩხუბის აღკვეთას შეეცადა - Palitra News

უეფა - უეფა არ იყო ორგანიზატორი და მას არ ეკისრებოდა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა - პოლიციასთან დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიცია „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების სექტორში, გულშემატკივრებს შორის ჩხუბის აღკვეთას შეეცადა

2026-11-27 12:49:07+04:00

ის ფაქტი, რომ უეფას ევროპა ლიგის მატჩი საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშსა“და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის სტამბოლში, „ბეშიქთაშის“ საშინაო სტადიონზე არ გაიმართებოდა, უეფას თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ აცნობა, მას შემდეგ, რაც თურქეთის შესაბამისი ადგილობრივი ორგანოებისგან რეკომენდაციები და მითითებები მიიღო, - ამის შესახებ უეფას განცხადებაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ცნობით, იმავე შეტყობინებაში დაზუსტებული იყო, რომ შეთანხმებული ახალი სათამაშო ადგილი საქართველოში, ბათუმის სტადიონი იქნებოდა.

“როგორც სეზონის ყველა სხვა მატჩის შემთხვევაში, არც ეს შეხვედრა ყოფილა გამონაკლისი: უეფა არ იყო მატჩის ორგანიზატორი, შესაბამისად, მას არ ეკისრებოდა პასუხისმგებლობა უსაფრთხოების საკითხებზე და არც მასზე კონტროლი ჰქონდა. სტადიონზე განხორციელებული ყველა ჩარევა ადგილობრივი კომპეტენტური ორგანოების გადაწყვეტილებითა და მათ მიერ, საკუთარი უფლებამოსილებისა და იურისდიქციის ფარგლებში განხორციელდა.

ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, უეფას ინფორმაციით, ადგილობრივ პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება, რამაც მატჩის დროებით შეჩერება გამოიწვია, მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივი პოლიცია „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებისთვის განკუთვნილ სექტორში ჩაერია, რათა აღეკვეთა თავად „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაწყებული შეტაკებები”, - აღნიშნულია განცხადებაში.