კახა კალაძე - ვთქვათ დაგვასანქცირეს - რა შეიცვლება ამით? ვინმე შეგვაშინებს? რა, ფარ-ხმალს დავყრით, „დავუწვებით"? თავს დავუხრით? როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, აქ პირად კეთილდღეობასა და ინტერესზე საუბარი არ არის - Palitra News

კახა კალაძე - ვთქვათ დაგვასანქცირეს - რა შეიცვლება ამით? ვინმე შეგვაშინებს? რა, ფარ-ხმალს დავყრით, „დავუწვებით"? თავს დავუხრით? როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, აქ პირად კეთილდღეობასა და ინტერესზე საუბარი არ არის

2026-11-27 14:02:52+04:00

ვთქვათ დაგვასანქცირეთ - რა შეიცვლება ამით? ვინმე შეგვაშინებს? რა, ფარ-ხმალს დავყრით, „დავუწვებით"? თავს დავუხრით? როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, აქ პირად კეთილდღეობასა და ინტერესზე საუბარი არ არის,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ სანქციებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციები და განცხადებები საინტერესო არ არის.

„როგორ შეიძლება ვითხოვდე ადამიანების განთავისუფლებას, რომლებსაც უშუალოდ კონკრეტული დანაშაულები აქვს ჩადენილი. აქ მთავარი რა არის, ის, რომ ამ ადამიანებს თვითონ ის ევროკავშირის წარმომადგენელი და სხვადასხვა ორგანიზაცია აგულიანებდნენ, აფინანსებდნენ, ხელს უწყობდნენ, რომ მაგალითად 4 ოქტომბრამდე ეს განცხადებები და კამპანია რას კეთდებოდა, რა თქმა უნდა ყველაფერი გარედან მართული და დაფინანსებული იყო. ჩემთვის ყველაზე მთავარი არის ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი. არ მაინტერესებს ევროპარლამენტარებს რა ინტერესი აქვთ და რა უნდათ.

არავის მივცემთ საშუალებას, ჩვენი პატარა ქვეყანა საკუთარი ინტერესების გასატარებლად გამოიყენოს. მეგობრობაც გვინდა, თანამშრომლობაც გვინდა, მაგრამ არა ისე, რომ ქვეყნის ინტერესები ფეხქვეშ იყოს გათელილი.", - განაცხადა კალაძემ.