თურქი ბიზნესმენი მეჰმეთ უიარი, რომელსაც 20 წლის ფეხბურთელი ქალი გაუპატიურებაში ადანაშაულებდა და თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა, სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო - მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - Palitra News

თურქი ბიზნესმენი მეჰმეთ უიარი, რომელსაც 20 წლის ფეხბურთელი ქალი გაუპატიურებაში ადანაშაულებდა და თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა, სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო - მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

2026-11-27 15:42:59+04:00

ქალთა საფეხბურთო კლუბის მფლობელი თურქი ბიზნესმენი მეჰმეთ უიარი, რომელსაც 20 წლის ფეხბურთელი ქალი გაუპატიურებაში ადანაშაულებდა და თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 სექტემბერს გაამართლა, სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, თურქ ბიზნესმენს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

„20 წლის ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, გაამტყუნა ის წარდგენილ ბრალდებაში და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა სასჯელის სახით“,- წერს სოციალურ ქსელში ანა თავხელიძე.

ინფორმაციისთვის, საქალაქო სასამართლომ 2026 წლის 22 სექტემბერს, მეჰმეთ უიარი გაამართლა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.