სახალხო დამცველი რუსთავის ციხეში პატიმრებს, მათ შორის ნიკა მელიას, ირაკლი ღარიბაშვილს, ბაჩო ახალაიას, ლევან ხაბეიშვილს, გრიგოლ ლილუაშვილს, ირაკლი ოქრუაშვილს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, მიხეილ სააკაშვილს და პაატა ბურჭულაძეს შეხვდა - Palitra News

სახალხო დამცველი რუსთავის ციხეში პატიმრებს, მათ შორის ნიკა მელიას, ირაკლი ღარიბაშვილს, ბაჩო ახალაიას, ლევან ხაბეიშვილს, გრიგოლ ლილუაშვილს, ირაკლი ოქრუაშვილს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, მიხეილ სააკაშვილს და პაატა ბურჭულაძეს შეხვდა

2026-11-27 18:15:35+04:00

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ვიზიტის ფარგლებში სახალხო დამცველი “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერ ნიკა მელას, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერ ლევან ხაბეიშვილს, სუს-ის ყოფილ უფროს გრიგოლ ლილუაშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრებს ბაჩო ახალაიას, ირაკლი ოქრუაშვილსა და ჯუანშერ ბურჭულაძეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და საოპერო მომღერალ პაატა ბურჭულაძეს შეხვდა და გაესაუბრა.

“27 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ქალაქ რუსთავში მდებარე №12 ნახევრად ღია და დახურული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებას ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში სახალხო დამცველი შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, დაათვალიერა დაწესებულების ინფრასტრუქტურა და გაეცნო პატიმართა საცხოვრებელ პირობებს.

ლევან იოსელიანი პირადად გაესაუბრა დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს, მათ შორის, ნიკა მელიას, ირაკლი ღარიბაშვილს, ბაჩო ახალაიას, ლევან ხაბეიშვილს, გრიგოლ ლილუაშვილს, ირაკლი ოქრუაშვილს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, მიხეილ სააკაშვილს და პაატა ბურჭულაძეს.

საქართველოს სახალხო დამცველი რეგულარულად ახორციელებს პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს და ზედამხედველობას უწევს პატიმართა უფლებების დაცვას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.