დაპირისპირება ბათუმში, 100 ამოღებული ბანერი და უეფას შესაძლო სანქციები „ბეშიქთაშისთვის“ - Palitra News

დაპირისპირება ბათუმში, 100 ამოღებული ბანერი და უეფას შესაძლო სანქციები „ბეშიქთაშისთვის“

2026-11-27 20:51:06+04:00

ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს მომხდარი დაპირისპირების შედეგად სამი პოლიციელი დაშავდა, 16 დაკავებული კი უკვე გათავისუფლებულია. მათ მიმართ ადმინისტრაციული წარმოება გრძელდება და სასამართლომ შესაძლოა გარკვეული პერიოდით საქართველოში შემოსვლაც აუკრძალოს. სულხან თამაზაშვილის განცხადებით, მატჩის მასპინძელი თურქული მხარე იყო და მიყენებული ზარალის ანაზღაურება, არსებული პრაქტიკის შესაბამისად, უეფამ შესაძლოა „ბეშიქთაშს“ დააკისროს. მინისტრის განმარტებით, გულშემატკივრებისთვის სხვა ქვეყნების დროშებისა და სიმბოლიკის გამოყენება აკრძალული იყო, ხოლო საქართველოს საზღვარზე დაახლოებით 100 პროვოკაციული შინაარსის ბანერი ამოიღეს. მომხდარს პოლიტიკური შეფასებებიც მოჰყვა.