უკრაინული დრონები და რაკეტები რუსეთის რეგიონებზე - იერიში სამხედრო ობიექტებსა და საწარმოო ინფრასტრუქტურაზე - Palitra News

უკრაინული დრონები და რაკეტები რუსეთის რეგიონებზე - იერიში სამხედრო ობიექტებსა და საწარმოო ინფრასტრუქტურაზე

2026-11-27 20:55:07+04:00

უკრაინულმა ძალებმა გასულ ღამეს რუსეთის რამდენიმე რეგიონზე დრონებითა და რაკეტებით იერიში მიიტანეს. ლენინგრადის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, რეგიონში 45 დრონი ჩამოაგდეს. ტულის ოლქში კი უკრაინული დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა სინთეტიკური რეზინის ქარხანასთან. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, საწარმო „ისკანდერის“ ტიპის რაკეტებისთვის საჭირო საწვავის კომპონენტებს აწარმოებს. გარდა ამისა, უკრაინულმა ძალებმა „ნეპტუნის“ რაკეტებით ვოლგოგრადის ოლქში მდებარე მარინოვკის სამხედრო აეროდრომსაც შეუტიეს, სადაც რუსული სამხედრო თვითმფრინავებია განთავსებული.