ოპოზიცია 28 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე, მხარდამჭერებს ავლაბრის მეტროსთან შეკრებისკენ მოუწოდებს. ოპონენტები აცხადებენ, რომ აქცია საქართველოს უახლეს ისტორიაში კულმინაციური მნიშვნელობისაა. როგორც ამბობენ, ორი წლის განმავლობაში ხელისუფლება სახელმწიფოებრიობას ებრძვის და პოლიტიკურ რეპრესიებს ახორციელებს.