თბილისში “საკითხავის ფესტივალი” დაიწყო. გამომცემლობა “პალიტრა L” მკითხველს სამი დღის განმავლობაში, 27, 28 და 29 ნოემბერს განსაკუთრებულ შეთავაზებებს ჰპირდება. ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურაზე 30-იდან 60 პროცენტამდე ფასდაკლება ვრცელდება. კატალოგი როგორც მხატვრულ, ასევე არამხატვრულ წიგნებს აერთიანებს, მათ შორის კლასიკურ რომანებსა და თანამედროვე ბესტსელერებს. ფესტივალი ბიზნესის, თვითგანვითარებისა და საბავშვო გამოცემებსაც მოიცავს. შეთავაზებებით სარგებლობა მკითხველს თბილისი მოლსა და გამომცემლობა “პალიტრა L”-ის ვებგვერდზე შეუძლია.