სომხეთს ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, ეს საკითხი ვლადიმერ პუტინისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრის მთავარი თემა იქნება. შეხვედრა 3 დეკემბერს, მოსკოვში გაიმართება. მხარეები ასევე განიხილავენ სომხეთში მდებარე რუსეთის სამხედრო ბაზის მომავალს. პესკოვის განცხადებით, ბაზა რეგიონული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია. ფაშინიანს მანამდე არ გამოურიცხავს ბაზის შენარჩუნება ან რუსული ჯარების გაყვანა. თავად პუტინმა კი განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, რუსეთი მზად არის, სომხეთი დატოვოს.