გამრეკელის ქუჩაზე ახალი კორპუსის მშენებლობა დასრულდა — ბინებს 18 ოჯახი მიიღებს - Palitra News

გამრეკელის ქუჩაზე ახალი კორპუსის მშენებლობა დასრულდა — ბინებს 18 ოჯახი მიიღებს

2026-11-27 21:01:23+04:00

გამრეკელის ქუჩაზე „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. ბინებით სულ 18 ოჯახი დაკმაყოფილდება. აღნიშნულ მისამართზე მდებარე 4-სართულიანი ავარიული შენობის დემონტაჟის შემდეგ, მის ნაცვლად თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი აშენდა. ოჯახებს საცხოვრებელი ბინების გასაღებები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ თამაზ ალიბეგაშვილთან ერთად გადასცა.