რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის შეხვედრის შემდეგ, მმართველი გუნდის წევრები რუსეთის პოზიციას ალოგიკურს უწოდებენ. მათი შეფასებით, ქართული ღვინის შესაძლო სანქცირებაზე საუბარი და ამავე დროს ქართულ-რუსული უნივერსიტეტების თანამშრომლობის შეთავაზება ურთიერთგამომრიცხავია და ოპოზიციის გაძლიერებას ემსახურება. განსხვავებული შეფასება აქვს ოპონენტებს. ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ რუსეთის შემდეგი მოთხოვნა ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას შეეხება.