თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პაკისტანთან და საუდის არაბეთთან გაფორმებული „მექას ერთობლივი თავდაცვის შეთანხმება“ ოფიციალურად დაამტკიცა. სამმა ქვეყანამ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი აგვისტოში, მექაში მოაწერა. მისი მთავარი პრინციპის მიხედვით, ერთ-ერთ ქვეყანაზე თავდასხმა სამივე მხარეზე თავდასხმად ჩაითვლება. შეთანხმების ფარგლებში თურქეთს საუდის არაბეთისთვის სამხედრო მოსამსახურეების განთავსების უფლება ეძლევა. შეთანხმების მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები დღეს და ხვალ ისლამაბადში შეხვედრებს გამართავენ.