ჩვენი მოლოდინია, რომ უმაღლესი ხელისუფლება დაინტერესდება ამ უსაფუძვლო გადაწყვეტილებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსეთის მიერ ქართული ღვინის კომპანიების დასანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შეიცვლება.
“აბსოლუტურად უსაფუძვლოა ქართული ღვინის კომპანიების შეყვანა კონკრეტულ სიაში, შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ [რუსეთის ფედერაციის] უმაღლესი ხელისუფლება დაინტერესდება ამ ყველაფრით, ამ უსაფუძვლო გადაწყვეტილებით და იმედი გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვლება, ეს არის ჩვენი მოლოდინი”, - განაცხადა კობახიძემ.