30 ნოემბერს გალერია თბილისის დაბადების დღეა. რუსთაველის გამზირზე მდებარე მოლი, რომელიც დედაქალაქის ცენტრში ერთ-ერთი პირველი და გამორჩეული თანამედროვე სავაჭრო სივრცეა, 9 წლის წინ გაიხსნა. ცხრა წლის განმავლობაში ის არა მხოლოდ შოპინგის, არამედ შეხვედრების, ემოციებისა და ქალაქის რიტმის საყვარელ წერტილად იქცა. დაბადების დღეზე გალერიაში საზეიმო განწყობა დაგხვდებათ: მოლი სადღესასწაულოდ ირთვება, სტუმრებს კი განსაკუთრებული შეთავაზებები ელოდებათ.
ამ დღეს მოლში წარმოდგენილ ბრენდების ახალ კოლექციებზე ექსკლუზიური ფასდაკლებები იმოქმედებს, რომლებიც მხოლოდ გალერია თბილისში არსებულ ფილიალებში იქნება ხელმისაწვდომი, „შავი პარასკევის“ მიმდინარე შეთავაზებებთან ერთად.