საქართველოში ზურაბაშვილი გალუზინის მოლაპარაკებების შედეგები ერთ-ერთი მთავარი განხილვის საგანია. მთავრობის მეთაურის ირაკლი კობახიძის განცხადებით რუსეთთან დიალოგის გაგრძელება აუცილებელია. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ეს ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკის კიდევ ერთი კრახია, რადგან მიაჩნიათ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სტრატეგიული პარტნიორებისგარეშე მოლაპარაკების მაგიდასთან მარტო დარჩენით საქართველოს მდგომარეობა, გაუმჯობესების ნაცვლად გაუარესდება.