თერჯოლის მუნიციპალიტეტში ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას შვილმა მამა მოკლა. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა საცხოვრებელ სახლში ჯერ ხანძარი გააჩინა, შემდეგ კი ცივი იარაღის გამოყენებით მამას ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.