საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციის საკითხი პოლიტიკურ სივრცეში კვლავ განხილვის თემაა. მმართველი გუნდისთვის ევროპელი დეპუტატების მოთხოვნები მიუღებელია. როგორც აღნიშნავენ, დოკუმენტში მოყვანილი ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება და სანქციების მუქარის მიუხედავად, ხელისუფლება ეროვნული ინტერესების დაცვაზე უარს არ იტყვის. რეზოლუციაში გამოთქმულ შეფასებებს იზიარებს ოპოზიცია. საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის რეზოლუციას შესწორება დაემატა, რომლითაც ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიასა და მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ