შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს საბრძოლო მასალის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს და უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 22 საბრძოლო ვაზნა და მჭიდი. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.