თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე აქციის მონაწილეები უკვე იკრიბებიან. მოქალაქეები მიდიან როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ავლაბრის მეტროსთან, ისე ორბელიანის მოედანზე.
მოქალაქეები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო მსვლელობას თავისუფლების მოედნისკენ მოაწყობენ. მათ ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები.
დღევანდელი აქცია მიეძღვნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკების შეჩერების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პერმანენტული აქციების დაწყებიდან ორი წლისთავს.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს. ამას ქვეყანაში პროტესტი და ყოველდღიური საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციების ფარგლებში დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს ათობით ადამიანი. პროტესტის მონაწილეები ორი წლის განმავლობაში ითხოვენ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და დაკავებულების გათავისუფლებას.