შსს - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი დავაკავეთ - პოლიციამ ბრლდებულის სახელზე ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელა და 6 კილოგრამზე მეტი „მეფედრონი“ ამოიღო - Palitra News

შსს - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი დავაკავეთ - პოლიციამ ბრლდებულის სახელზე ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელა და 6 კილოგრამზე მეტი „მეფედრონი“ ამოიღო

2026-11-29 12:29:36+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის მხილების მიზნით, მის სახელზე გამოგზავნილი ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით 6 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

„ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს