ბანერი სააკაშვილისა და ივანიშვილის გამოსახულებითა და წარწერით „ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა“ ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბანერიც მიგვაჩნია პოლიტიკური გამოხატვის ნაწილად, უბრალოდ, ნებისმიერ განზომილებაში ივანიშვილის გათანაბრება პოლიტიკურ იპონენტებთან, არის მიუღებელი, - ამის შესახებ "ახალის" განცხადებაშია ნათქვამი, რითაც პარტია 28 ნოემბრის საპროტესტო აქციას ეხმაურება და განმარტებას აკეთებს.
განცხადებაში აღინიშნება, რომ გუშინდელი აქცია არ იყო ოპოზიციის შიდა პოლიტიკური ანგარიშსწორების ადგილი და, შესაბამისად, კოალიციის წევრი პარტია „ფედერალისტების“ ეს ქმედება "ახალის" მიერ განიხილება, როგორც ალიანსის გადაწყვეტილების მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულება.