ორეგონის შტატის მკვლევარებმა უკვე დააპატენტეს ახლად აღმოჩენილი წყალმცენარე, რომელსაც მომზადების შემდეგ ბეკონის გემო აქვს.უჩვეულო ახალი აღმოჩენა ჩვეულებრივი ძოწეული წყალმცენარის ფორმისაა და წითელი, გამჭვირვალე ფოთლები აქვს. ის ორჯერ მეტი სასარგებლო თვისებითაა დაჯილდოებული, ვიდრე კომბოსტო და ძალიან სწრაფად იზრდება.