Dopa Solutions-ი ლონდონის ერთ-ერთი კოლეჯის სტუდენტების მიერ დაარსებული ჯგუფია, რომელმაც პარკინსონით დაავადებული ადამიანებისათვის წერის გასამარტივებლად სპეციალური კალამი შექმნა. პლასტმასის კორპუსის მქონდე კალამში ჩამონტაჟებული მექანიზმი, რომელიც მის ვიბრირებას უზრუნველყოფს. ეს ეხმარება ხელის კუნთების სტიმულირებას და ამცირებს ძალისხმევას, რომელიც წერის დროსაა საჭირო.კალმის საცდელმა შემოწმებამ აჩვენა, რომ ადამიანების წერის უნარი აღნიშნული კალმის გამოყენებისას 86%-ით გაუმჯობესდა.