სამხრეთკორეული კომპანია Samsung-ი წინასწარ შეკვეთით გაყიდულ ახალ სმარტფონ Galaxy Note 7-ს, რომელიც ფართო ბაზარზე ჯერ ოფიციალურად არ გამოსულა, უკან გაიწვევს. "როიტერის" ინფორმაციით, ამის მიზეზი ახალი სმარტფონის სუსტი ბატარეა აღმოჩნდა, რომელიც დატენვისას ფეთქდება. კომპანია Hyundai Securities-ის სპეციალისტების თქმით, Galaxy Note 7-ის პრობლემებს კომპანიაში ძალიან მალე - რამდენიმე კვირაში აღმოფხვრიან.