საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, მასობრივი თავშეყრისა და ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საგარეო უწყება მწუხარებას გამოთქვამს თურქეთის რესპუბლიკის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქ. გაზიანთეფში მომხდარი ძლიერი აფეთქების გამო, რასაც ამ დროის მონაცემებით ემსხვერპლა 50, ხოლო დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოსა და საქართველოს გენერალურ საკონსულოებს.