თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალზე, ე.წ. ცხინვალის ხიდებთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ერთმანეთს "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომანქანა და ტრაილერი შეეჯახა. ავარიის შედეგად მსუბუქ ავტომანქანაში მჯდომი ქალი და ბავშვი ადგილზევე გარდაიცვალნენ. შეჯახების შედეგად ორივე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო. მობილიზებუბული იყო ასევე საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.