საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ქვეყანაში დაგეგმილი ტერორისტული აქტის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირი, საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მამფორია, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ნათესავია , "დეზინფორმაციას" უწოდებს. მეზობლები მამფორიას დადებითად ახასიათებენ და აცხადებენ, რომ მისი დაკავება მოულოდნელი იყო.