პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა კიდევ ერთხელ ჩაიშალა. მიზეზი ამჯერადაც კვორუმის უქონლობა გახდა. კომიტეტის 15 წევრიდან დღეს პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე მხოლოდ 4 დეპუტატი მივიდა. საკომიტეტო სხდომის გახსნისთვის კი, სულ მცირე, 8 დეპუტატის ყოფნა იყო საჭირო.როგორც ცნობილია, საპროცედურო საკითხთა კომიტეტს დღევანდელ სხდომაზე უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით "დემოკრატიული მოძრაობის" საინიციატივო ჯგუფი უნდა დაერეგისტრირებინა და მათთვის ხელმოწერების შეგროვების უფლება მიეცა.