რუსი ჟურნალისტი ალექსანდრ შეტინინი კიევში გარდაცვლილი იპოვეს. ჟურნალისტის ცხედარი მისმა მეგობრებმა კონსტანტინოვის ქუჩაზე მდებარე მისი ბინის აივანზე აღმოაჩინეს.რეპორტიორის ცხედარი მეგობრებმა დამჯდარ მდგომარეობაში ნახეს, მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა თავში ჰქონდა მიყენებული, იარაღი კი სკამის ქვეშ იდო. მეგობრები ალექსანდრ შეტინინთან დაბადების დღის მისალოცად იყვნენ მისულნი.ცნობილი ბლოგერი, ჟურნალისტი და საინფორმაციო სააგენტო "ახალი რეგიონის" დამაარსებელი საკუთარ თავს კრემლის მოწინააღმდეგედ და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მტრად განიხილავდა.