ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება welcome to georgia, რომელიც 2 დეკემბერს გაიმართება, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით გამარჯვებულს გამოავლენს. პროექტში მონაწილეობა 300-ზე მეტმა ნომინანტმა მიიღო. მათ შორისაა: საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მომუშავე კომპანიები, ტურისტული სააგენტოები და ტუროპერატორები. რეგისტრაცია მიმდინარე წლის 15 ივნისიდან 20 სექტემბრამდე მიმდინარეობდა.
პროექტი welcome to georgia უკვე ორი წელია, ხორციელდება და წელს პირველად, მისი ოფიციალური მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.