შეიძლება ერთი პროდუქტის ფასი ნადვილად გაიზარდოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზოგადად, ყველაფერის ფასები იზრდება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ინფლაციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც კობა გვენეტაძემ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გამართული ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ინფლაციის თემა არის ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი და ყველა იმ ფაქტორს, რომელმაც შეიძლება ინფლაციაზე იმოქმედოს, სები აანალიზებს.