ლევენის უნივერსიტეტის თანამშრომელთა მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებს თავის ტვინის ზოგიერთ უბანში რუხი ნივთიერება მნიშვნელოვნად შემცირებული აქვთ. ეს ზონები დაკავშირებულია ქოშინთან, შიშსა და ტკივილისადმი მგრძნობელობასთან. მოგეხსენებათ, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება პროგრესირებადი პათოლოგიაა, რომლის დროსაც პაციენტებს უჭირთ სუნთქვა. დაავადების გამომწვევ მიზეზებს შორის ერთ-ერთი თამბაქოს მოწევაა.