"ნაციონალური მოძრაობის" წევრ სერგო რატიანის განცხადებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ცენტრალური ოფისიდან 20-მდე თანამშრომელი დაფინანსების 100 000 ლარით შემცირების გამო გაათავისუფლა. სერგო რატიანი პარტიის წევრ ჩიორა თაქთაქიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც პასუხობს, რომლის მიხედვითაც პარტიიდან ის პირები გაათავისუფლეს, რომლებიც მრავალათასიანი ყრილობის ჩატარებას უჭერდნენ მხარს.თაქთაქიშვილის განცხადებას მისივე თანაპარტიელი ოთარ კახიძეც ეხმიანება და მის გაჟღერებულ ბრალდებებს "უხერხულს" უწოდებს.