წარმოგიდგენთ ინოვაციურ ტანისსამოსს, გამათბობელი სისტემით. როგორც Redder HEATED JACKET-ის შემქმნელები ამბობენ, ის არის მსუბუქი კომფორთტული ჟაკეტი, რომელშიც ჩამონტაჟებულია გამათბობელი და შეუძლია ადამიანის ნებისმიერ ზონაში გათბობა. იდეის ავტორების თქმით, ჟაკეტს გააჩნია სამი გამათბობელი ზონა სამი გათბობის დონით, რომელიც თქვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ დაარეგულიროთ. როგორც ამბობენ, Redder jacket არის ერთადერთი სამოსი გათბობის ფუნქციით, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში გამოყენებაც შეიძლება, იქნება ეს ბუნებაშილაშქრობის დროს, ქუჩაში სეირნობისასთუ სხვა ყოველდღიულ სიტუაციაში.
გარდა ამისა, ტანისამოსი არის წყალგამძლე და ამავდროულად აძლევს თქვენს სხეულს სუნთქვის საშუალებას. ავტორების თქმით, მას მოყვება ელემენტი, რომლიდანაც ის ენერგიას იღებს და რომლის გამოყენება ამავდროულად შეიძლება მობილურის ან სხვა პორტატული ხელსაწყოების დასატენად. იმისთვის რომ ჟაკეტმა გაგათბოთ საკმარისია ტანისსამოსზე დატანილ ღილაკს თითი დააჭიროთ და 5 წუთში ჟაკეთი სითბოს გამოყოფას დაიწყებს.