თბილისში, წყნეთის ქუჩაზე ბებია და შვილიშვილი გარდაცვალილები იპოვეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ბუნებრივი აირის გაჟონვას უკავშირდება. შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარს ადასტურებენ. საქმესთან დაკავშირებით ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.