ბორჯომში, სილამაზის ხიდიდან, ქალი მტკვარში გადახტა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. გამოძიება სისხლის „სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით“ მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ ქალმა ხიდზე სკამი მიიტანა, სკამზე ავიდა და წყალში გადახტა.