საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაიწყო. კომისიის პირველ სხდომას პრეზიდენტის წარმომადგენლები არ ესწრებიან. მმართველი გუნდი კი მოუწოდებს გიორგი მარგველაშვილის უწყებას სამუშაო ჯგუფში ჩართვისკენ.განცხადება ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გააკეთა.საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა თამარ ჩუგოშვილმაც, რომელიც კომისიის მდივნად დაინიშნა.ახალი შემადგენლობა პირველად შეიკრიბა. კომისიის 73 წევრიდან 23 წევრი -უმრავლესობას, 8 - ნაციონალურ მოძრაობას, 2 - პატრიოტთა ალიანსს, თითო-თითო კი ლეიბორისტებს, თავისუფალ დემოკრატებს და დემოკრატიულ მოძრაობას ჰყავს. კომისიაში შედიან აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.საკონსტიტუციო კომისიის სხდომა პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა.