აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გაერო არ იყენებს იმ პოტენციალს, რომელიც გააჩნია. „გაერო-ს იმხელა პოტენციალი გააჩნია, მაგრამ ახლა ის წარმოადგენს კლუბს, სადაც ხალხი ერთმანეთს ხვდება, საუბრობენ და სასიამოვნოდ ატარებენ დროს. რა სამწუხაროა“, - დაწერა აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ პირად გვერდზე.