ტელეკომპანია "მაესტროზე" რეორგანიზაცია იგეგმება, თუმცა საინფორმაციო გამოშვება არ გაუქმდება. ამის შესახებ ტელეკომპანია "იმედის" სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომელიც ტელეკომპანია მაესტროში იმყოფებოდა. ირაკლი რუხაძე ტელეკომპანიის მენეჯმენტს შეხვდა. მან იმედის მიერ მაესტროსა და GDS-ის შეძენის მიზეზი განმარტა და აღნიშნა, რომ გაერთიანებული მედიაჰოლდინგი მაყურებელს უკეთეს პროდუქტს შესთავაზებს. როგორც რუხაძემ განაცხადა, ტელეკომპანია "მაესტროს" გადარჩენის ერთადერთი გზა ჰოლდინგში გაერთიანებაა.