მომავალ წელს ვაშლიჯვრიდან გელოვანის გამზირამდე ესტაკადის მშენებლობა დაიწყება. დედაქალაქის მერიაში იმედოვნებენ, რომ ამ გზით გადატვირთული მონაკვეთები განიმუხტება. დავით ნარმანია განცხადებით, 2017 წელს დედაქალაქის მასშტაბით, საგზაო სამუშაოები 600-მდე მისამართზე ჩატარდება. ასევე დაგეგმილია ლაგუნა ვერეს მიმდებარედ გზის გაფართოების სამუშაოების ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული გადატვირთული მონაკვეთის განტვირთვას და მოძრაობის გამტარუნარიანობას გაზრდის. საინჟინრო ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა-აღდგენა-რეკონსტრუქციისთვის 2017 წელს 24 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.